Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა გერმანელ მწერალთან და მთარგმნელთან, გერტ რობერტ გრიუნერტთან

27 ივნისს, 16. 00 საათზე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდება შეხვედრა გერმანელ მწერალთან, დრამატურგთან, ესეისტთან, ლიტერატორთან და მთარგმნელთან, გერტ რობერტ გრიუნერტთან.

 

გერტ რობერტ გრიუნერტი არის რან-ერფტის ლიტერატურული გაერთიანების, „Auto­ren­kre­is Rhe­in-Erft~ (ARE)  წევრი. მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა ანთოლოგიაში. მათ შორის კრებულშებში: „დაკავშირებული შვიდი“, 2017; „დაკავშირებული ცხრა“  2019; 1990 წლიდან წერს ლიბრეტოებს გერმანელი კომპოზიტორის, დიტერ შონბახის (1931-2012) ოპერებისა და მუსიკალური ნაწარმოებებისათვის. გამოქვეყნებული აქვს ლექსების სამი კრებული და მათი ანალიზი (2011; 2012; 2013).

 

ქართული პოეზიის თარგმანები:

ნინო პოპიაშვილთან ერთად გამოცემული აქვს ქართული პოეზიის ანთოლოგია გერმანულ ენაზე:  Anthologie georgischer Lyrik – „Ich aber will dem Kaukasos zu“, Pop Verlag, Ludwigsburg, 2015. მთარგმნელები: ნინო პოპიაშვილი, ნაირა გელაშვილი, შტეფი ხოტივარი-იურგენი,  შორენა შამანაძე, თამარა ზიგერი, მაია ლისოვსკი, გერტ რობერტ გრიუნერტი. კრებული მოიცავს შემდეგი ავტორების ნაწარმოებებს: იოანე ზოსიმე, დავით აღმაშენებელი, ჩახრუხაძე, შოთა რუსთაველი, დავით გურამიშვილი, ბესარიონ გაბაშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი, კოლაუ ნადირაძე, სიმონ ჩიქოვანი, გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი, ტერენტი გრანელი, ნიკო სამადაშვილი, იოსებ ნონეშვილი, შოთა ნიშნიანიძე, შოთა ჩანტლაძე, გაბრიელ ჯაბუშანური, ოთარ ჭილაძე, ოთარ ჭელიძე, ირაკლი აბაშიძე, მორის ფოცხიშვილი, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, იზა ორჯონიკიძე, გივი გეგეჭკორი, თამაზ ჭილაძე, ანა კალანდაძე, ესმა ონიანი, ლია სტურუა, ჯანსუღ ჩარკვიანი, გივი ალხაზიშვილი, ტარიელ ჭანტურია, კარლო კაჭარავა, ნაირა გელაშვილი, გურამ ოდიშარია, დათო მაღრაძე, დათო ბარბაქაძე, ზურაბ რთველიაშვილი, ზვიად რატიანი, შოთა იათაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ცირა ბარბაქაძე, ეკა ბაქრაძე, შალვა ბაკურაძე, ირმა შიოლაშვილი, ლელა სამნიაშვილი, რეზო გეთიაშვილი, ცირა ყურაშვილი, გაგა ნახუცრიშვილი, ეკა ქევანიშვილი, რატი ამაღლობელი, გიორგი კეკელიძე, დიანა ანფიმიადი, ბელა ჩეკურიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, კატო ჯავახიშვილი, ნინო სადღობელაშვილი, ქეთი თუთბერიძე, ალექს ჩიღვინაძე, პაატა შამუგია, ნიკა ჯორჯანელი, ლია ლიქოკელი, ნიკო გომელაური, დავით დეფი, ირაკლი ჩარკვიანი, ხალხური ლექსები.

 

დათო მაღრაძე, პოემა „ჯაკომო პონტი“ - Giacomo Ponti, Shackerverlag 2017 მთარგმნელები: ნინო პოპიაშვილი, მაია ლისოვსკი, გერტ რობერტ გრიუნერტი.

 

თარგმანები ქართულ ენაზე:

 

გერტ რობერტ გრიუნერტი, ლექსები „წერილი“, თბ., გამომც. „კალმოსანი“ 2018. მთარგმნელები: ნინო პოპიაშვილი, შორენა შამანაძე, თამარ ზიგერ-პოპიაშვილი.

 

პიესა „ნოსტრადამუსი“ 2018 წელს დაიდგა ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მთარგმნელები: ნინო პოპიაშვილი, შორენა შამანაძე, თამარ ზიგერ-პოპიაშვილი.

 

ნინო პოპიაშვილი, გერტ რობერტ გრიუნერტი, ცირა ბარბაქაძე, „ლიტერატურული სამკუთხედი“. თბილისი, 2018, გამომც. „ბაკმი".